ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რადევს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იალჩინ რაფიევი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუმენ რადევი აზერბაიჯანში ვიზიტით დეკემბერში გამართული ორმხრივი შეხვედრისას მიიწვია.