ბულგარეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

20:13, 07.05.2024

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რადევს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იალჩინ რაფიევი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუმენ რადევი აზერბაიჯანში ვიზიტით დეკემბერში გამართული ორმხრივი შეხვედრისას მიიწვია.

მსგავსი