ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი თვითიზოლაციაშია.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბორისოვმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ოფისის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, 61 წლის ბორისოვისთვის ჩატარებულმა პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა მას განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდა და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბულგარეთში ამჟამად რეგისტრირებულია ახალი კორონავირუსის 9853 შემთხვევა. გარდაიცვალა 329 ადამიანი.