ბულგარეთის პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი არ დაუჭირა
ბულგარეთის პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი არ დაუჭირა. საკითხის ინიცატორი ოპოზიციური სოციალისტური პარტია იყო, რომელიც ხელისუფლებას კრიმინალთან წარუმატებელი ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებში არასაკმარისი პროგრესის გამო აკრიტიკებს.
კენჭისყრაზე უნდობლობის გამოცხადებას240 მანდატიანი პარლამენტიდან, მხოლოდ 104-მა დაუჭირა მხარი.
სოციალისტები ასევე ბრალს სდებენ მთავრობას, რომ ამ უკანასკნელმა ქვეყანაში ვერ უზრუნველყო კანონის უზენაესობა. მაგალითისთვის კი, საგადასახადო სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის მკვლელობა,ასევე აპრილში სოფიას ციხის მთავარი შესასვლელიდან გაქცეული ორი პატიმრის შემთხვევა მოჰყავს.