ბულგარეთის მთავრობა პირველი ივლისიდან აქტიური საზაფხულო სეზონის დაწყებას გეგმავს
ბულგარეთის მთავრობა პირველი ივლისიდან აქტიური საზაფხულო სეზონის დაწყებას გეგმავს. როგორც ბულგარული მედია იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, ნიკოლინა ანგელკოვამ განაცხადა.
„ჩვენ ვგეგმავთ, 16 ივნისიდან მზადების დაწყებას და პირველი ივლისიდან აქტიური საზაფხულო სეზონის დაწყებას“, -აღნიშნა ბულგარეთის ტურიზმის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორზე ბულგარეთის მშპს-ის 12 პროცენტი მოდის. აღნიშნულ სექტორში ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 11 პროცენტია დასაქმებულია.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რომ ბულგარეთის ტურისტული პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის. ჩვენ გვაქვს ბევრი ტურისტული შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ ეს კრიზისი უფრო გაგვაძლიერებს და გაგვაერთიანებს, იმ დაძაბულობის მიუხედავად, რომელსაც ყველა ჩვენგანი ამ ეტაპზე განიცდის“, -განაცხადა ანგელკოვამ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბულგარეთში გამოვლენილია კორონავირუსის 1 387 შემთხვევა, გარდაცვლილია 58 ადამიანი.