ბულგარეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მსვლელობა გაიმართა
ბულგარეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მსვლელობა გაიმართა

ბულგარეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მსვლელობა გაიმართა. სოფიას ქუჩებში გამოსულმა ასობით აქტივისტმა ბულგარელი გენერლის ხრისტო ლუკოვის ხსოვნას მიაგო პატივი, რომელიც 1930-40-იან წლებში ნაცისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში.

მარშის მონაწილეებს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვათ და ხელში ანთებული ჩირაღდნები ეჭირათ. მსვლელობაში გერმანელი, შვედი, ესტონელი და უნგრელი ულტრამემარჯვენეებიც მონაწილეობდნენ.

სოფიას მერიამ აქციის ჩატარება აკრძალა, თუმცა სასამართლომ ეს შეზღუდვა მოხსნა. ბულგარეთის დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მსგავსი აქციების ადგილი სოფიაში არ არის.

მსვლელობის წინააღმდეგ გამოვიდნენ ებრაული ორგანიზაციები, ხოლო ინტერნეტში მარშის გაუქმების მოთხოვნით პეტიციას 178 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

ულტრამემარჯვენეთა მარშის სოფიაში ჩატარებას “სამწუხარო ფაქტი” უწოდა ბულგარეთში აშშ-ის საელჩომ.