ბულგარეთში ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

ბულგარეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა მარშით ჩაუარეს იმ შენობას, რომელშიც დღეს ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიება იმართება.

აქტივისტების თქმით, ისინი უკანონო მშენებლობებს აპროტესტებენ. „მაფია“, – სკანდირებდნენ მომიტინგეები.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოფიაში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი იმყოფებიან.