ბულგარეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს. როგორც ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კირილ ვატევმა განაცხადა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის შეიზღუდება ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი.
მისი თქმით, მთავრობა ვაჭრობის რეგულირებისთვის კანონპროექტს ამზადებს.
ბულგარეთში მოხმარებული ხილისა და ბოსტნეულის 80% იმპორტირებულია, ასევე ხორცის 50%, რაც ადგილობრივი მწარმოებლების უკმაყოფილებას იწვევს.
„აბსურდულია ამდენი ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი. აგრარული და სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის წესები არ არსებობს. ჩვენ ვამზადებთ ასეთ კანონპროექტს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ბულგარეთში ხილისა და ბოსტნეულის იმპორტირება უმეტესად თურქეთიდან და საბერძნეთიდან ხდება.