ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე სასტუმროში ხანძრისას 42 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა არასრულწლოვანია.
არგენტინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეხუთე სართულზე გაჩნდა და ადამიანები ძირითადად, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლით მოიწამლნენ. ამასთან, რამდენიმე ადამიანმა მიიღო დამწვრობაც. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, სამი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.