ბუენოს-აირესის ცენტრში არგენტინელი დეპუტატი დაჭრეს, მისი თანაშემწე კი მოკლეს
ბუენოს-აირესის ცენტრში არგენტინელი დეპუტატი დაჭრეს, მისი თანაშემწე კი მოკლეს

ბუენოს-აირესის ცენტრში არგენტინელი დეპუტატი დაჭრეს, მისი თანაშემწე კი მოკლეს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, თავდასხმა ეროვნული კონგრესის სიახლოვეს მოხდა. არგენტინის უშიშროების მინისტრმა ინციდენტს „მაფიის სტილის“ თავდასხმა უწოდა.

დეპუტატს და მის თანაშემწეს ორი ადამიანი დაესხა თავს. კონგრესმენ, ჰექტორ ოლივარესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არგენტინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

„გამოძიების პროცესში პროგრესია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავდასხმის ობიექტი კონგრესმენის თანაშემწე იყო და თავდამსხმელებს დეპუტატის მოკვლა არ სურდათ“, – აღნიშნა ქვეყნის უშიშროების მინისტრმა, პატრიცია ბულრიჩმა. არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამნაშავეების დასაკავებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს