ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა
ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად,  ქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის, ასევე  ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი