თბილისში, შავთელის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია [ფოტო]

18:30, 31.03.2023

თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ძლიერი ხანძარია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ხანძარი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

მსგავსი