ლას ვეგასში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაიღუპა
ლას ვეგასში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაიღუპა

ლას ვეგასში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 13 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიასაშუალების ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლის დროს სამსართულიან შენობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ფანჯრებზე ეკიდა.

შემთხვევა სასტუმრო „ალპაინ მოტელში“ მოხდა. ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 04:15 საათზე გაჩნდა. როგორც „სიენენი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, შენობა არ იყო უზრუნველყოფილი ცენტრალური გათბობით, რის გამოც ზოგიერთმა ვიზიტორმა სავარაუდოდ გამათბობელი საშუალებები გამოიყენა, რაც შესაძლოა, ხანძრის მიზეზი გამხდარიყო.