ბუდაპეშტში ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა გააპროტესტეს
ბუდაპეშტში ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა გააპროტესტეს. უნგრეთის ქუჩებში ფუდანის უნივერისტეტის კამპუსის გახსნის მოწინააღმდეგე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი საფრთხეს შეუქმნის უნგრეთის განათლების სისტემას და გაზრდის ჩინეთის კომუნისტური მთავრობის გავლენას.
აქციის მონაწილეებმა ბუდაპეშტში მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც პარლამენტთან დასრულდა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა ბუდაპეშტში 1,8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ეს თანხა აღემატება უნგრეთის მთავრობის მიერ 2019 წელს ბიუჯეტიდან უმაღლეს განათლებაზე გამოყოფილ თანხას.
გამოკითხვების მიხედვით, უნგრელების ორი მესამედი არ უჭერს მხარს ჩინეთის უნივერსიტეტის ბუდაპეშტში მშენებლობის გეგმას. კამპუსის გახსნის წინააღმდეგ გამოდის ქალაქის მერიც.
თუ პროექტი მაინც განხორციელდა, ეს ევროპაში ფუდანის უნივერსიტეტის პირველი ფილიალი იქნება.