ბროწეულას აგარაკების ტერიტორიაზე უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ბროწეულას აგარაკების ტერიტორიაზე უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ბროწეულას აგარაკების ტერიტორიაზე უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სახლებიდან რამდენიმე მეტრში ადიდებულმა მდინარე ლოჭინმა მიწის მასა მოწყვიტა, ასევე,  დატბორა სახნავ-სათესი ადგილებიც.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, მდინარე მსგავს პრობლემას ყოველ გაზაფხულზე ქმნის.

აგარაკებზე არსებულ მდგომარეობას გარდაბნის მერის მოადგილე გაეცნო. რევაზ ეგაძის თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც საპროექტო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე, შესაძლოა, მდინარის ერთ-ერთ შენაკადს, რომელიც პრობლემას ქმნის, შეეცვალოს კალაპოტი.

რევაზ ეგაძის განმარტებით, საჭიროა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და მერია მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივებს შუამავლობა გაუწიოს ინფრასტრუქტურის სამსახურთან.