ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში შედგება.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები დაგეგმილი არ არის.
ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.