ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს

ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრება. როგორც მინისტერიალის დაწყებისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ესწრებიან.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს პარტნიორების მინისტერიალზე ყოფნა, უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანობის ნიშანია.

„დღეს ჩვენ შემოგვიერთდებიან ჩვენი პარტნიორები უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან. ასევე, ჩვენი აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორები – ავსტრალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და ახალი ზელანდია. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ღრმა გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ამან აგრეთვე შეარყია მთელი საერთაშორისო წესრიგი. ჩვენი პარტნიორების დღევანდელი აქ ყოფნა არის ჩვენი ერთიანობის ნიშანი უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის აგრესიის დაგმობისა და საერთაშორისო წესრიგის წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასაცავად. განსაკუთრებით მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. უკრაინელმა ხალხმა თავისი სიმამაცე და მონდომება ყველას შთააგონა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.