ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და დაგეგმილი მასშტაბური წვრთნები განიხილეს
ბრიუსელში ელჩების დონეზე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საბჭოს სხდომაზე განიხილეს სამხედრო აქტივობის საკითხი და უკრაინაში შექმნილი სიტუაცია. გარდა ამისა, ნატო-მ და რუსეთმა დაგეგმილი მასშტაბური წვრთნების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.
„ნატო-ს მიდგომა რუსეთისადმი თანმიმდევრულია. პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყდა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. ამავე დროს, პოლიტიკური დიალოგისთვის არხები ღიაა და ნატო-რუსეთის საბჭო არის მნიშვნელოვანი ფორუმი. ნატო-სა და რუსეთს შორის ასევე შენარჩუნებულია კომუნიკაცია სამხედრო ხაზით. ნატო-ს მოკავშირეები მიესალმებიან აპრილში ბაქოში, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, სკაპარატოისა და რუსეთის გენშტაბის უფროსის, გენერალ გერსიმოვის შეხვედრას. ნატო-სა და რუსეთს შორის დიალოგი ხელს უწყობს პროგნოზირებად ურთიერთობებს და აძლიერებს ორმხრივ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.