ბრიუსელში სროლის ფაქტს პოლიცია ტერორისტულ აქტად არ განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პროკურატურის ინფრომაციით, შეიარაღებულმა პირმა Avenue Louise ქუჩიდან ერთ-ერთი რესტორნის ფანჯარაში კალაშინიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის მოტივი უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები საგნაგებო რეჟიმში მუშაობენ.