ბრიუსელში სროლის ფაქტს პოლიცია ტერორისტულ აქტად არ განიხილავს
ბრიუსელში სროლის ფაქტს პოლიცია ტერორისტულ აქტად არ განიხილავს

ბრიუსელში სროლის ფაქტს პოლიცია ტერორისტულ აქტად არ განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

პროკურატურის ინფრომაციით, შეიარაღებულმა პირმა Avenue Louise ქუჩიდან ერთ-ერთი რესტორნის ფანჯარაში კალაშინიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის მოტივი უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები საგნაგებო რეჟიმში მუშაობენ.