ბრიუსელში მიხეილ ჯანელიძისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.
ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება.
შეხვედრის შემდეგ, ჯანელიძე და სტოლტენბერგი მედიასთან მოკლე კომენტარებს გააკეთებენ.
დღესვე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც იენს სტოლტენბერგი წარუძღვება. ღონისძიებას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის დიპლომატები დაესწრებიან.
ბრიუსელში მყოფი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთანაც გამართავს. ტილერსონი მინისტერიალს ესწრება, რომელიც დღეს გაგრძელდება.