ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში 11 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიკმეტ გაჯიევმა განაცხადა, მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს განიხილავენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი ერთმანეთს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით შეხვდებიან.