დიმიტრი მედვედევი ბრიუსელში ანგელა მერკელსა და ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება
დიმიტრი მედვედევი ბრიუსელში ანგელა მერკელსა და ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ბრიუსელში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა აზია – ევროპის შეხვედრის ფარგლებში, პარასკევს გაიმართება.

აზია – ევროპის მეთორმეტე სამიტი ევროკავშირის საბჭოში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ 30 ევროპული და 21 აზიური ქვეყნის წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის წარმომადგენლები.