დიმიტრი მედვედევი ბრიუსელში ანგელა მერკელსა და ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ბრიუსელში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა აზია – ევროპის შეხვედრის ფარგლებში, პარასკევს გაიმართება.
აზია – ევროპის მეთორმეტე სამიტი ევროკავშირის საბჭოში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ 30 ევროპული და 21 აზიური ქვეყნის წარმომადგენლები.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის წარმომადგენლები.