დიმიტრი მედვედევი - აშშ-ის „შავი სიის“ მნიშვნელობა ნულის ტოლფასია
დიმიტრი მედვედევი - აშშ-ის „შავი სიის“ მნიშვნელობა ნულის ტოლფასია

„რა არის ამ სიის მნიშვნელობა, მე ვიტყოდი რომ ის ნულის ტოლფასია“ – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ- მინისტრი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. შავ სიას.

„ეს სამომავლოდ ჩვენს ურთიერთობებზე აისახება და, რა თქმა უნდა, ეს ცუდია“, – განცხადა დიმიტრი მედვედვმა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.

„ანალოგიურად რომ მოქცეულიყო რუსეთის მთავრობა და მოემზადებინა სია, რომელშიც დონალდ ტრამპის მთელი ადმინისტრაცია იქნებოდა დასახელებული, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრები და პროკურატურის თანამშრომლები, აშშ-ში არაფერი მოხდებოდა. ანალოგიური რამ მოხდება ჩვენთანაც – არაფერი“, – განაცხადა მედვედევმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ დღეს გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა.