ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ BOZAR-ში ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა
ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ BOZAR-ში, კიდევ ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრ BOZAR – ში აჩვენეს სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“ და ელენე ნავერიანის „მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე“.
კინოცენტრის ცნობით, ჩვენების შემდეგ, მაყურებელთან გაიმართა დისკუსია, სადაც ფილმის ავტორებმა ისაუბრეს მრავალ საინტერესო თემაზე.