ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ BOZAR-ში ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

11:26, 20.01.2019

ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ BOZAR-ში, კიდევ ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრ BOZAR – ში აჩვენეს სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“ და ელენე ნავერიანის „მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე“.

კინოცენტრის ცნობით, ჩვენების შემდეგ, მაყურებელთან გაიმართა დისკუსია, სადაც ფილმის ავტორებმა ისაუბრეს მრავალ საინტერესო თემაზე.

 

მსგავსი