ფოიეში საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო ბრიუსელის აეროპორტში მცირე ხნის შეფერხება იყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მგზავრებმა აეროპორტის ფოიეში საეჭვო ნივთი შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე კინოლოგები და სამართალდამცველები მუშაობდნენ, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია, ნივთი საშიში არ აღმოჩნდა.
ბრიუსელის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
ფოტო/ვიდეო – გიორგი ქასრაშვილი