ბრიუსელის აეროპორტში ასობით ავიარეისი გაუქმდა.
როგორც გამოცემა EUobserver-ი წერს, ამის მიზეზი ავიაკომპანია Brussels Airlines-ის მფრინავების გაფიცვა გახდა, რომელიც მათ 14 და 16 მაისს გამოაცხადეს.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაუქმდა 557 ავიარეისი. გაფიცვა 60 ათასამდე მგზავრის გეგმებს შეეხება.
Brussels Airlines-ი Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა. მისი მფრინავები ხელფასების ზრდას ითხოვენ. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები Lufthansa-ს ხელმძღვანელობისგან შვილობილი კომპანიის მომავალთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.
Lufthansa-მ Brussels Airlines-ზე სრული კონტროლი 2016 წელს დააწესა და ავიაკომპანიაში ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.