ბრიუსელის აეროპორტში 200 რეისი გაუქმდა
ბრიუსელის აეროპორტში 200 რეისი გაუქმდა

ბრიუსელის აეროპორტში მტვირთავების გაფიცვის გამო 200 რეისი გაუქმდა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ბრიუსელის აეროპორტში ბარგის გადაზიდვის ოპერატორი კომპანია Aviapartner-ის თანამშრომლების გაფიცვა 29 ავიაკომპანიას შეეხო, თუმცა არ ასახულა ქვეყნის მთავარი ავიაგადამზიდის, „ბრიუსელის ავიახაზების“ მუშაობაზე, რომელიც ბარგის გადასაზიდად სხვა ოპერატორ კომპანიას იყენებს.

გაფიცვა 27 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე უნდა დასრულდეს.