Sun - ბრიტანულმა ავიაციამ შავი ზღვის საჰაერო სივრციდან რუსული გამანადგურებლები გააცილა
ბრიტანულმა ავიაციამ შავი ზღვის საჰაერო სივრციდან რუსული გამანადგურებლები გააცილა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტალბლოიდი Sun-ი ავრცელებს.
ჯერ არც ბრიტანეთის და არც რუსეთის თავდაცვის უწყება მომხდარ ინციდენტს არ გამოხმაურებია. ბრიტანული გამანადგურებლები რუმინეთიდან, კერძოდ კონსტანცასთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზიდან მას შემდეგ აფრინდნენ, რაც მიიღეს სიგნალი, რომ შავი ზღვის საჰაერო სივრცის დასავლეთ ნაწილში მოძრავი რუსული „სუ-25“-ები ნატო-ს საზღვრებს უახლოვდებოდნენ.
Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლები რუსულ მოიერიშეებს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ფრენისას ახლდნენ თან.
როგორც ცნობილია, რუმინეთში მდებარე ბაზაზე ბრიტანული გამანადგურებლები აპრილიდან იმყოფებიან. ისინი შავი ზღვის საჰაერო სივრცეში პატრულირებენ.