ბრიტანული მედია - „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ასარჩევ მარათონში შესაძლოა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა
ბრიტანული მედია - „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ასარჩევ მარათონში შესაძლოა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ასარჩევ მარათონში შესაძლოა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა.

ბრიტანული გამოცემები, „თაიმსი“ და „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებენ ცნობას, რომ ბორის ჯონსონი, რომელმაც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში, სკანდალების შემდეგ დატოვა, უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად ემზადება.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს „ეროვნული მნიშვნელობის“ საკითხია.

ლიდერის შერჩევის ზუსტი წესები ჯერ არ არის ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონსერვატორები შესაძლოა, ერთ კანდიდატზე შეთანხდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“.