ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო.
„ცნობილ ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
ხმის მიცემა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ნომინაციაში ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისი და ბათუმი ევროპის 39 ქალაქს შორისაა.
გამარჯვებულ ტურისტულ ქვეყნებსა და ქალაქებს სპეციალურ ცერემონიალზე 6 ნოემბერს დაასახელებენ.
Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ, 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.
Wanderlust-მა 2022 წელს საქართველო ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დაასახელა.
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-ი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.
Wanderlust-ი მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.