ბრიტანეთში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ, რომ წელს ქვეყანაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში გასულ კვირას 38,7 გრადუსი დაფიქსირდა. ბოლოს 38,5 ცელსიუსი 2003 წელს დაფიქსირდა.
დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ნიდერლანდებს, სადაც ასევე ოფიციალურად დასტურდება, რომ წელს ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.