ბრიტანეთში შესაძლოა, სველი ხელსახოცები აკრძალონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მთავრობის ეს ინიციატივა პლასტმასის ნარჩენების ლიკვიდაციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთჯერადი ხელსახოცები ისეთ პლასტმასს შეიცავს, რომელიც ბუნებაში არ იშლება, ან დასაშლელად წლები სჭირდება. მწარმოებლებს მოუწევთ ისეთი ხელსახოცები დაამზადონ , რომელიც პლასტმასს არ შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანული ბაზრიდან სველი ხელსახოცები გაქრება.
პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 2042 წლამდე ბრიტანეთში პლასტმასის ნაწარმი, რომლის გამოყენების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, უნდა გაქრეს.