ბრიტანეთში რუსეთის საელჩო - უკრაინაში ბრიტანული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის
ბრიტანეთში რუსეთის საელჩო - უკრაინაში ბრიტანული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის

უკრაინაში ბრიტანული გამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

„შევახსენებთ ლონდონს: ასეთი სცენარის შემთხვევაში ესკალაციის შემდეგი რაუნდის მსხვერპლის რაოდენობა და მისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში იქნება გაერთიანებული სამეფოს სინდისზე. რუსეთს ეცოდინება, როგორ უპასუხოს ბრიტანული მხარის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსმა დიპლომატებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას ვესტმინსტერში თეატრალური წარმოდგენა უწოდეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ ლონდონი მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების საკითხი.