ბრიტანეთში რუსეთის საელჩო – უკრაინაში ბრიტანული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის
epa04133264 The Russian embassy in London, Britain 20 March 2014. Tensions remain high in Crimea after leaders from Russia and Crimea signed a deal to split from Ukraine and join Russia. EPA/ANDY RAIN
უკრაინაში ბრიტანული გამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
„შევახსენებთ ლონდონს: ასეთი სცენარის შემთხვევაში ესკალაციის შემდეგი რაუნდის მსხვერპლის რაოდენობა და მისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში იქნება გაერთიანებული სამეფოს სინდისზე. რუსეთს ეცოდინება, როგორ უპასუხოს ბრიტანული მხარის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსმა დიპლომატებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას ვესტმინსტერში თეატრალური წარმოდგენა უწოდეს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ ლონდონი მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების საკითხი.