დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლული ჩარლი როული გონს მოვიდა, – ამის შესახებ სოლსბერის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ექიმებმა აღნიშნეს, რომ პაციენტი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და სპეციალისტების 24 -საათიანი მეთვალყურეობა ჯერ კიდევ სჭირდება. როგორც უკვე ცნობილია, მეორე მოწამლული, 44 წლის დონ სტერჯესი კვირას საღამოს დაიღუპა.
4 ივლისს, დილის საათებში სოლსბერისთან ახლოს მდებარე ქალაქში 44 წლის დონ სტერჯესი და 45 წლის ჩარლი როული საკუთარ სახლში უცნობი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იპოვეს.
დეტალური გამოკვლევისა და ანალიზის ჩატარების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ისინი იმავე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები, რომლითაც რამდენიმე თვის წინ ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკს სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს, იულიას თავს დაესხნენ.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.