დიდ ბრიტანეთში მანჩესტერის ტერაქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 22 მაისს „მანჩესტერ არენაზე“ თვითმკვლელმა ტერორისტმა, პოპ-მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აიფეთქა თავი.
ტერაქტს 22 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.
მანჩესტერის საკათედრო ტაძარში კი მემორიალურ მსახურებას პრინცი უილიამი, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯეონი დაესწრო.