ბრიტანეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ინგლისში ექვსამდე ადამიანს, ან ორი ოჯახის წევრებს ღია სივრცეში შეხვედრა შეეძლებათ. ღია სპორტული დაწესებულებები, როგორიცაა ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, შეიძლება გამოყენებული იქნას სოციალური კონტაქტების შეზღუდვებით.
ბრიტანეთის ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, მაგრამ რისკი დაკავშირებულია ვაქცინების მომარაგებასთან, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებთან და ვირუსის ახალ ვარიანტებთან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.