ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 874 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 171 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 874 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 171 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 171-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ინგლისში გარდაცვალების დაგვიანებით რეგისტრირებულ შემთხვევებს.

ამასთან, შემცირებულია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ ბრიტანეთში 874 ადამიანს დაუდასტურდა.

დიდ ბრიტანეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 306 210 შემთხვევა. გარდაიცვალა 42 927 ინფიცირებული.