ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 42 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 165 ინფიცირებული
ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 42 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ცხრა მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 144 137 ინფიცირებული.