დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 204-ით გაიზარდა და 40 465 შეადგინა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც საავადმყოფოებში, ისე ხანდაზმულთა თავშესაფრებში გარდაცვლილთა რაოდენობას.
დიდ ბრიტანეთში გამოვლენილია სულ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 284 868 შემთხვევა. აქედან ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 557 ადამიანს დაუდასტურდა.
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ. მსხვერპლთა მაჩვენებლით კი, ბრიტანეთს მხოლოდ აშშ უსწრებს.