ბრიტანეთში კორონავირუსით მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია, რომელსაც ასევე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის 321 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.