დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 980 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
ქვეყნის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ტესტირება 19 116 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ახალი კორონავირუსი 5 706-ს გამოუვლინდა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვია 8 958. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი უკვე 70 000-ზე მეტ პირს დაუდასტრუდა.