ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 980 ადამიანი დაიღუპა

20:43, 10.04.2020

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 980 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ქვეყნის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ტესტირება 19 116 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ახალი კორონავირუსი 5 706-ს გამოუვლინდა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვია 8 958. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი უკვე 70 000-ზე მეტ პირს დაუდასტრუდა.

მსგავსი