ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ბოლო დღე-ღამეში საავადმყოფოებში ვირუსის შედეგად კიდევ 357 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში დაავადება 40 261-მა ადამიანმა ვერ დაძლია.