ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 32 692-მდე გაიზარდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად კიდევ 627 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტში გააკეთეს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის შედეგად დიდ ბრიტანეთში 32 692 ადამიანი გარდაიცვალა.
12 მაისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ტესტი ორ მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთეს.
ამასთან, მხოლოდ 11 მაისს ტესტი 85 293 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან 3403-ს „კოვიდ-19“ დაუდგინეს.