დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით 621 ადამიანი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით უკვე 28 131 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ვირუსის 4 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთში 1 129 907 ტესტი ჩატარდა, აქედან 105 937 მხოლოდ პარასკევს.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა.
სავარაუდოდ, მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მიმართავს და ვირუსის გავრცელების პრევენციის მეორე ფაზის გეგმას წარადგენს.