დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაურკვეველი ნივთიერებით სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბორნმუტის ღამის კლუბში, გაურკვეველი ნივთიერების გავრცელების შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ცნობით, რამდენიმე პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ ღამის კლუბ Cameo-ში გავრცელებული ნივთიერება შესაძლოა, ცრემლსადენი აირი, კერძოდ, ე.წ. სირენა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე ამჟამად გამომძიებლები მუშაობენ.